20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ეს საინტერესოა - 17:15, 19 Jan, 2021     3296
ვერძი
სურვილების ასრულების დრო ახლოვდება. თუ ვინმესთან შეხვედრა ან უსიამოვნო დავალების შესრულება არ გსურთ, თავს ძალას ნუ დაატანთ. სადაც შესაძლებელია, ეცადეთ საკუთარი მოვალეობები კოლეგებს ან ახლობლებს გადააბაროთ და რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი იმოძრაოთ.

კურო
მცირე გაუგებრობის გამო, შეიძლება ძველ ნაცნობებთან უთანხმოება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. მიღწეული შეთანხმება შეიძლება ფორსმაჟორული ვითარების, ტექნიკური მოწყობილობების გაუმართაობის ან სხვა პრობლემების გამო ჩაიშალა. მთავარია, არ აჩქარდეთ და ვითარება ყურადღებით შეისწავლოთ.

ტყუპები
კარგი დროა თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად. ეცადეთ საყვარელ საქმეს მეტი დრო დაუთმოთ. სხვების დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ თქვენით მანიპულირების საშუალება არავის უნდა მისცეთ. ამ დღეს ვარსკვლავებისგან ერთადერთი გაფრთხილებაა, რომ უსაფრთხოების წესები არ უნდა დაივიწყოთ.

კირჩხიბი
მატერიალური პრობლემების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დროა. ძალიან თუ ეცდებით, შესაძლოა, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, იზარალოთ. ამ დღეს აჩქარება კატეგორიულად აკრძალულია. ყურადღებას ნუ მოადუნებთ და ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს. საფულეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და რაც მთავარია, ფული არ ისესხოთ.

ლომი
ეცადეთ მცირე გაუგებრობებს ყურადღება არ მიაქციოთ. თქვენი ზოგიერთი გეგმაშეიძლება იმის გამო ჩაიშლოს, რომ მათ განსახორციელებლად საკმარისი არ გაქვთ. წვრილმანი საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადეთ და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდით და ეცადეთ ისინი ცხოვრებაში განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა მაღაზიებში სიარულისა და სასურველი ნივთების შეძენისთვის.

ქალწული
ეცადეთ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ, რადგან ნებისმიერ დავაში თქვენ დამარცხდებით. ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილია „ცხელი წერტილებიდან“ გარიდების სტრატეგია. გაითვალისწინეთ, რომ თუ ხელქვეითებისგან ან პარტნიორებისგან რაიმეს გაკეთებას დაჟინებით მოითხოვთ, სამით მხოლოდ გაღიზიანებას და გაუგებრობებს მიიღებთ.

სასწორი
ახლა არახელსაყრელი დროა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის. პირიქით, რაც უფრო ნაკლები კონტაქტი გექნებათ, ეს დღე მით უკეთესად ჩაივლის. გარშემო მყოფმა ადამიანებმა შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანონ. მეგობრული ურთიერთობაც კი შეიძლება პრობლემად იქცეს, რომ არაფერი ვთქვათ შემთხვევით ნაცნობებზე.

მორიელი
ამ დღეს მოდუნების უფლება არ გაქვთ. ეცადეთ დინებას არ გაჰყვეთ და ძველ პრობლემებს ახლებურად შეხედოთ. გაითვალისწინეთ, რომ შესანიშნავი დროა მეუღლესთან გულწრფელი საუბრისთვის. ამით ურთიერთობაში შექმნილ გაუგებრობებს თავიდან აიცილებთ. ნურც უფროსი ნათესავების შესახებ დაივიწყებთ, მათ თქვენი ყურადრება და მზრუნველობა ესაჭიროებათ.

მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებისათვის. ხელს ნუ მოკიდებთ რთულ საქმეებს, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს და მცირე შესვენება აიღეთ, რომ საკუთარ მიზნებსა და შესაძლებლობებში გაერკვეთ. თავი შეიკავეთ ადამიანების განსჯისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია.

თხის რქა
ამ დღეს საკუთარი მიზნები და გეგმები უახლოეს მეგობრებსაც კი არ უნდა გაუზიაროთ, რადგან ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს და შესაძლოა ეს თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს გპირდებიან. გირჩევთ ოჯახის უფროს წევრებს მეტი დრო და ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული
შესაძლოა, თავს დათრგუნულად და ზედმეტად იგრძნოთ და მუშაობის სურვილი დაკარგოთ. ნუ იტანჯებით და თავს მცირე შესვენების უფლება მიეცით, შემდეგ კი, განახლებული ძალით ეცადეთ დაკარგული დრო სწრაფად აანაზღაუროთ. შეხვედრა, რომელსაც ასე ძალიან ელით, შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალოს.

თევზები
თუ რომელიღაც საკითხის მოგვარებას დიდი ხანია ცდილობთ, ახლა თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ეს საქმე თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ. ეცადეთ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ და რაც ,თავარია, არ ინერვიულოთ. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დაწყებისთვის. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია თქვენს საფულეზე „შეტევა" განხორციელდეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42