ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მისაღებად 8 წლიან მოქმედების გეგმას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated press-ი აქვეყნებს.
ბაიდენის განცხადებით, უკანონო მიგრანტებისათვის მოქალაქეობის დაკანონება მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და იგი ამ პროექტის გეგმის შესახებ თეთრ სახლში შესვლისთანავე გამოაცხადებს.
ზემოხსენებული გეგმა უშუალოდ შეეხება იმ ადამიანებს, რომლების ამ ეტაპზე ამერიკის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობენ. ის ხალხი, ვინც 2021 წლის 1 იანვრიდან ამერიკაში იმყოფება, 5 წლის შემდეგ დროებითი ბინადრობის უფლებას, ან ე.წ მწვანე ბარათს მიიღებს, რის შემდეგაც ის 3 წლის შემდეგ გაივლიან ბიოგრაფიული მონაცემების, გადასახადების გადახდის შემმოწმებელ პროცედურებსა და თუ ისნი სხვა ძირითად მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ, ამერიკის მოქალაქეები გახდებიან ოფიციალურად.
მასალის გამოყენების პირობები






