მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიო კატასტროფული მორალური მარცხის წინაშე დგას, რადგან კოვიდ ვაქცინის არასწორი და არათანაბარი განაწილების პოლიტიკა ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აქვეყნებს.
მისი განცხადებით, არასწორია, როდესაც ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხალხის ვაქცინაცია ხდება მდიდარ ქვეყნებში, მაშინ როდესაც კორონავირუსის მიმართ რისკ ჯგუფში მყოფი ასაკოვანი ადამიანები ვერ იცრებიან არასკმარისი ვაქცინების გამო.
გებრეისუსის განცხადებით, უკვე 39 მილიონი დოზა ვაქცინა მიეწოდა მდიდარ ქვეყნებს, როდესაც ღარიბ სახელმწიფოებში საშუალოდ მხოლოდ 25 დოზის მიწოდება ხდება-"მსგავსი ქმედებები პანდემიას მხოლოდ გააგრძელებს, ვაქცინის ფასებს მაღლა სწევს ყველასთვის და ყველაზე ღარიბი ქვეყნები ვაქცინას ვეღარ მიიღებენ".
მასალის გამოყენების პირობები






