სლოვაკეთში, იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხებს არ წარადგენენ, უფლება არ ექნებათ სამსახურში გავიდნენ. შეზღუდვა მოქმედებს აგრეთვე ქალაქგარეთ გადაადგილებაზე, რომლის გამოც მძღოლებსა და მის მგზავრებს მოგზაურობისას თან უნდა ჰქონდეთ კოვიდ 19-ის ტესტირების უარყოფითი პასუხების ე.წ დოკუმენტი.
ზემოხსენებული საკითხის განხორციელება დაყოფილია ორ ფაზად. პირველი იწყება ორშაბათს და გასტანს ერთი კვირის განმავლობაში, რომლის ფონზეც მოხდება სლოვაკი მოსახლეობის მასობრივი ტესტირებები. შემდეგი კვირის ოთხშაბათიდან კი იმ პირებს, რომლებსაც არ ექნებად კოვიდ 19-ზე დამადასტურებელი უარყოფითი ტესტირების პასუხი, მოუწევთ სახლში დარჩენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კანონი ეხება 15-იდან 65 წლის ასაკის ადამიანებს. აღნიშნული რეკომენდაციის გვერდის ავლის შემთხვევაში სლოვაკ მოქალაქეს შეეზღუდება ცხოვრების ისეთი რუტინული მოქმედებები, როგორიცაა სამუშაო ადგილზე გადაადგილება, საფოსტო განყოფილებაში მისვლა ან ქალაქგარეთ გამგზავრება.
სლოვაკეთი 5.4 მილიონიანი ქვეყანაა, სადაც მასშტაბური იზოლაცია მოქმედებს იანვრის თვიდან.
მასალის გამოყენების პირობები






