პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის ნოდარ ხადური დაჯილდოვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:28, 04 Dec, 2013     2598
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის სიმბოლური ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ხადურის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას  სახელწოდებით „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში - ვასრულებთ დაპირებას“.

კონფერენციაზე  სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიში პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში 2013 წლის განმავლობაში მიღწეულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 7-დან 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო  ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ბ-ნი თომას ჰამერბერგი. კონფერენციაზე პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის  დაჯილდევდნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ექიმები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის სიმბოლური  ჯილდო გადაეცა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42