აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პომპეოს თქმით, საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენციის, არ ძალადობენ და არ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს.
"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ. რუსი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღია სივრცეს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას შურისძიების შიშის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას", - აცხადებს პომპეო.
მასალის გამოყენების პირობები






