"მე აშშ-ის სენატში გავაგზავნი კანონპროექტს იმიგრაციის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ში არალეგალურად მყოფ 11 მილიონ ადამიანს ქვეყანაში ცხოვრების უფლება და შემდგომ მოქალაქეობა გაცილებით გამარტივებული წესით მიიღონ... ასევე, მე გავაუქმებ დონალდ ტრამპის, ჩემი აზრით, მავნე განკარგულებებს, რომელთაც უარყოფითად იმოქმედეს კლიმატზე და ჩვენ ნაკლებად ჯანმრთელებად გვაქციეს," - განაცხადა ბაიდენმა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია იმიგრაციული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში არალეგალურად მყოფ ადამიანებს ცხოვრებას გაუიოლებს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი პაკეტია რეიგანის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, იმიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში უსაბუთოდ იმყოფებიან და მუშაობენ მიიღებენ 5 წლიან ცხოვრების უფლებას, ხოლო დამატებით სამი წლის შემდეგ მათ ექნებათ აშშ-ის მოქალაქეობის მიღების უფლება.
გარდა ამ კანონისა, ბაიდენი აპირებს აშშ დააბრუნოს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში და ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი პრრეზიდენტი ასევე შესაძლოა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც დაუბრუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






