ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
COVID-19 - 17:01, 15 Jan, 2021     1321

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სკოლებში სწვავლება წარმატებით მიმდინარეობს და ერთი დღეც კი არ ყოფილა ამ კუთხხით შეფერხება.

მისივე ინფრომაციით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 700-მდე სკოლაში მიმდინარეობს.

"პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ძირეული ცვლილებები შეიტანა განათლების სისტემაში. ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს, სწავლა მიმდინარეობს. დასწრებითი სწავლა არ არის რამდენიმე დიდ ქალაქში. ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში. რაც მთავარია, სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად.

დათქმა არსებობს, რომ სკოლები და სასწავლებლები უნდა დაიკეტოს ბოლოს და უნდა გაიხსნას პირველი, ეს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვაა. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, შესაბამისი რეგულაციებით, სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული“,-აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, შემსუბუქებები აუცილებელია თუმცა, რა დოზით და რა მასშტაბით ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

„საბედნიეროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ერთი თვეა, თითქმის სტაბილიზაციისკენ მიდის. აღარ გვაქვს 5000 და 6000 შემთხვევა. ყოველდღიურად სხვადასხვა ინდიკატორები, როგორიც არის დადებითობის კოეფიციენტი, ბოლო ორი კვირის ინციდენტობა, ბოლო ერთი კვირის ინციდენტობა - ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ, ამიტომ დაველოდოთ ჩვენ იანვრის ბოლო დღეებს, შემდგომ ეპიდსიტუაციის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. რაღაც შემსუბუქებები აუცილებელია და იქნება, მაგრამ რა დოზით და რა მასშტაბით ეს გადასაწყვეტია“,-განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42