პროფესორის, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძის განმარტებით, კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა.
ფხაკაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, რადგან ჯერ შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
"ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა,"- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები






