COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა.
მისი თქმით, თუ ჰგონიათ, რომ ამ ვაქცინაციას პოლიკლინიკებში ჩაატარებენ, ძალიან ცდებიან.
"ამერიკელებმა აღიარეს, რომ მათი პროტოკოლი ვაქცინებთან დაკავშირებით, სწორი არ იყო: მათ მიიღეს ვაქცინები და გადაწყვიტეს, თავდაპირველად პრიორიტეტული ნაწილისთვის გაეკეთებინათ აცრა, შედეგად კი მიიღეს გადავსებული საცავები და ნაწყენი ხალხი, რომ ვაქცინა ვერ მიდიოდა მათთან. და რა გააკეთეს? გახსნეს ლოს-ანჯელესის სტადიონზე და დისნეილენდის მიწებზე ვაქცინაციის ცენტრები და გააფართოეს არეალი. ესენი თუ ფიქრობენ, რომ ამ ვაქცინაციას პოლიკლინიკებში ჩაატარებენ, ძალიან ცდებიან. გაიხსენეთ, როგორც კი სწრაფი ტესტი უფასო გახდა, უზარმაზარი რიგები დადგა, ხალხი რიგებში ინფიცირდებოდა, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ "დღის სტუმარში".
მასალის გამოყენების პირობები






