დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია... შეზღუდვები 1 თებერვლამდე უნდა გახანგრძლივდეს - გახარია
COVID-19 - 11:24, 15 Jan, 2021     1401

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ პანდემიურ ვითარებასა და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაზე ისაუბრა. გახარიას განცხადებით, დღეს ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც დიდია, ამიტომ არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე უნდა გახანგრძივდეს

„მოგეხსენებათ, იანვარში თითქმის 1 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც პანდემია პირველად დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მსოფლიოში გლობალურადაც გრძელდება.

დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირების, რაც რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში, 1-ელ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც მოქმედებს. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშავოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელის საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ისევე როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებლი საკითხები და ა.შ. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42