მასალა: ყვავილოვანი კომბოსტო – 1 კილოგრამი, კარაქი – 100 გრამი, ხახვი – 2-3 თავი, მწვანილი – 4-4 ძირი, კვერცხი – 3 ცალი, რძე – 100 გრამი, ყვითელი ყვავილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით
ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცალოთ მწვანე ფოთლები, მოვაჭრათ ბოლოები, შემდეგ დავშალოთ პატარ-პატარა ნაწილებად, გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. ამოვალაგოთ საცერზე, რომ დაიწრიტოს. კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კომბოსტოს მოვასხათ. ჩავუმატოთ წმინდად დაკეპილი ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, შევანელოთ დაფქული შავი პილიპილით და ყვითელი ყვავილით. ავურიოთ ერთმანეთში ისე, რომ კომბოსტო არ დაიმტვრეს. შემდეგ დავახუროთ თავსახური და კიდევ მოვშუშოთ ორთქლში. როცა მზად იქნება, გადავიტანოთ ღრმა ტაფაში, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და გამდნარი კარაქი, შევდგათ აირღუმელში. როცა კვერცხი შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან და სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ.
მასალის გამოყენების პირობები