რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში? - მაკა რაზმაძის სკანდალური სტატუსი დავით სოკოლვზე
სოც.მედია - 17:46, 12 Jan, 2021     3583

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სტატუსს აქვეყნებს და ტელევარსკვლავის, დავით სოკოლოვის შესახებ წერს.

როგროც მაკა რაზმაძის სტატუსიდან ვგებულობთ ლეგენდარული ტელეწამყვანი მეოტხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის და ის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ერთად წევს.

„ამ სტატუსის არსი მარტივია და ასევე მარტივი შეკითხვით დავიწყებ: ეკუთვნის თუ არა ჩვენს ტელე ლეგენდას დავით სოკოლოვს პროფესიული ვარსკვლავის გახსნა?

რა თქმა უნდა კიო, ყველა იტყვით და მართალიც იქნებით! სამწუხაროდ ეს ერთადერთი დაფასებაა ჩვენს ქვეყანაში ღვაწლმოსილი ადამიანების. კი, ეკუთვნის, იმსახურებს ,მით უმეტეს, რომ მის გარდა მისი თაობის ყველა კოლეგას უკვე აქვს ასეთი ვარსკვლავი ანძის ქვეშ... მაგრამ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება...

ჩვენი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის... ეს ბევრმა იცის, დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა. ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა. ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე გაუკეთეს მასაც. სმსით მოვიდა პასუხი რომ კოვიდი მას არ აქვს. ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს...

ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა, სადაც გარკვევით წერია რომ მისი პასუხია -უარყოფითი!

ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს...

რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში?

გარდა იმისა, რომ წლებია 3 ათასი ლარი ვერ გამოინახა ლეგენდარული ტელეწამყვანისთვის ვარსკვლავის გასახსნელად ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ?

იმედია გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ- რატომ?....“- წერს მაკა რაზმაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42