თიბისი ფეი უკვე არსებობის 12 წელს ითვლის და მომხმარებელს მომენტალური გადახდების ყველაზე ფართო ქსელს სთავაზობს. სწრაფი ჩარიცხვების სისტემა წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით გარე აპარატების და ასევე ონლაინ სივრცეში, ვებგვერდის სახით. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ ადგილას გადაიხადოს 1000-ზე მეტი კომპანიის სერვისის ღირებულება. იმისათვის რომ გადახდების შესრულება კიდევ უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი იყოს, თიბისი ფეიმ მობილური აპლიკაცია წარმოადგინა, რომელიც უამრავი საჭირო ფუნქციით აღჭურვა. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში სწრაფი გადახდების უნივერსალურ სივრცეს ქმნის, სადაც შეგვიძლია მოვითხოვოთ და გადავრიცხოთ თანხა, გადავიხადოთ 1000-ზე მეტი სერვისის გადასახადი და შევასრულოთ ონლაინ ტრანზაქციები სრულიად უსაფრთხოდ.
თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია ონლაინ გადახდებისთისაა შექმნილი და ყველა ის საჭირო ფუნქცია აქვს, რაც გადახდების შესრულებას მარტივს და მოსახერხებელს ხდის. უპირველესად, უნდა აღინიშნოს მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი, სადაც გათვალისწინებულია მობილურის ეკრანის ზომა, მოსახერხებელი ნავიგაცია და სერვისების ძებნის ფუნქცია. ძებნის გასამარტივებლად, სერვის-პროვაიდერი კომპანიები კატეგორიებადაა დაყოფილი, მომხმარებელი კი იოლად შეძლებს სასურველი სერვისის პოვნას.
თანხის გადარიცხვა და მოთხოვნა
თიბისი ფეის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ გადარიცხოთ თანხა ყველაზე მარტივად. ამისათვის სამი სხვადასხვა გზა არსებობს. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა -
· გადარიცხვა ბარათის ნომრით - ამისათვის მხოლოდ მიმღები პირის ბარათის 16-ნიშნა ნომერი დაგჭირდებათ;
· გადარიცხვა პირადი ნომრითა და დაბადების თარიღით - ამ შემთხვევაში მხოლოდ მიმღები პირის პირად მონაცემებს შეიყვანთ;
· გადარიცხვა მობილური ტელეფონის ნომრით - აქ კი თანხის გადასარიცხად მხოლოდ მიმღები პირის მობილურის ნომერს მიუთითებთ.
როგორც ხედავთ, თანხის გადასარიცხად არ დაგჭირდებათ ანგარიშის რეკვიზიტები, IBAN ნომერი და სხვა ფორმალური ინფორმაცია, რომელიც ხშირად მიმღებ პირებს ხელთ არც აქვთ, მათ გასაგებად კი დროის დახარჯვაა საჭირო. არც თუ იშვიათად, ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ მსგავს ინფორმაციაზე და ბანკთან კონტაქტის გარეშე გადარიცხვების შესრულება რთულდება. თიბისი ფეი ასეთი სიტუაციებისთვის ზემოთ აღნიშნულ სამ მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. თანაც, თქვენს მიერ გადარიცხული თანხა მიმღებ პირს მომენტალურად აესახება.
თანხის მოთხოვნა კიდევ ერთი საჭირო ფუნქციაა, რომელიც საქართველოში პირველად თიბისი ფეიმ დანერგა. მისი გამოყენება დაგჭირდებათ მაშინ, როდესაც რამდენიმე ადამიანი თანხას საერთო საქმისთვის აგროვებთ - იქნება ეს ლანჩის თანხის განაწილება, მეგობრის დაბადების დღის საჩუქარი თუ ერთობლივი პიკნიკი ბუნებაში. თანხის მოთხოვნის ფუნქცია ყოველგვარი უხერხულობის გამოწვევის გარეშე დაგეხმარებათ ფულის შეგროვებაში. ამისათვის კი საჭიროა, რომ აპლიკაციაში პირდაპირ კონტაქტების სიიდან გადმოიტანოთ მონაწილე პირთა ტელეფონის ნომრები, შეიყვანოთ გასაყოფი თანხის ოდენობა და აირჩიოთ ღილაკი „მოითხოვე თანხა“. თანხის მოთხოვნის შესახებ შეტყობინება ყველა მითითებულ პირს SMS-ის სახით მიუვა. მასში მითითებულ ბმულზე გადასვლით კი თქვენთვის თანხის დარიცხვას მარტივად შეძლებენ. თუ თანხა მალე არ დაგიბრუნდათ, სიტყვიერი შეხსენება საჭირო არ იქნება - ამისათვის შეგიძლიათ შეხსენების შესახებ შეტყობინება გააგზავნოთ.
მრავალფუნქციური აპი
იმიასთვის, რომ თიბისი ფეის აპლიკაცია მთლიანად თქვენს საჭიროებებზე იყოს მორგებული, შეგიძლიათ სხვადასხვა სასარგებლო ფუნქცია გამოიყენოთ, მაგალითად:
· შექმნათ ყოველთვიური გადასახადების შაბლონები და გაიმარტივოთ ყოველი მომდევნო გადახდა;
· ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
· დაამახსოვროთ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდოთ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა;
· გადახდების ისტორიაში ნახოთ ყოველი ტრანზაქცია და ამ გზით უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები;
· ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და თქვენს სააბონენტო ნომერზე გადასახადის ასახვისთანავე მიიღოთ SMS;
· დააყენოთ ავტომატური გადახდები და ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში თქვენი ანგარიშიდან გადარიცხოთ თანხა თქვენთვის საჭირო სერვისისთვის, საქველმოქმედო ფონდში, საკრედიტო ორგანიზაციაში და ა.შ.
თიბისი ფეი გადახდების შესრულებას მარტივს და მოსახერხებელს ხდის. უფრო მეტი კომფორტისთვის კი გადმოიწერეთ მობილური აპლიკაცია და გადაიახდეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.
iOS-ისთვის - App Store
Android-ისთვის - Play Store
მასალის გამოყენების პირობები