ჩინელი მეცნიერების კვლევის თანახმად, იმ პაციენტთა უმრავლესობას, რომლებსაც კოვიდ-19ით ინფიცირების შედეგად ჰოსპიტალიზება დასჭირდათ და უკვე გამოჯანმრთელდნენ, 6 თვის შემდეგაც კი აღენიშნებათ სხვადასხვა სახის სიმპტომები, მათ შორის დაღლილობა და ძილთან დაკავშირებული გართულებები.
აღნიშნულ კვლევაში შეისწავლეს ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით ინფიცირებული ყოფილი 1700 პაციენტი, რომელთაც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც აღენიშნებოდათ 1 თვის შემდეგაც კი. ამის შესახებ წერს CNN-ი.
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ LANCET-ში, აღნიშნულია, რომ პოსტკორონავირუსულ პაციენტებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი დღემდე არის დაღლილობა და უძილობა. დაავადება აგრეთვე იწვევს გრძელვადიან ფსიქოლოგიურ გართულებებს, რომელიც გამოხატულია პათოლოგიური შფოთვითა და დეპრესიით.
იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობა კრიტიკული იყო და სასუნთი აპარატის გამოყენება გახდა საჭირო მათი გამოჯანმრთელებისთვის, დღემდე აღენიშნებათ დაზიანებები ფილტვებზე. აღნიშნული ფაქტი რეტგენული დაკვირვებით ყოფილი კოვიდ პაციენტების ხელახლა დიაგნოსტირების შემდეგ გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები






