სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკასა და ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 113, გურია - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 158, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -1 811, აჭარაში - 357, იმერეთში - 760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში - 377, აჭარაში - 69, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 11, იმერეთში - 26. 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, აჭარაში - 57, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 599 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 411 პირი, აჭარაში - 2 059, იმერეთში - 2 231“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






