პირველი პროექტის თანახმად დემოკრატიული პარტია ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას სთხოვს, რომლის თანახმად, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას მხარს მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობა და თავად ვიცე-პრეზიდენტი დაუჭერს.
შესაბამისად, დემოკრატები სთხოვენ პენსს სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის სხდომა და მასზე პრეზიდენტის გადაყენების საკითხი დააყენოს.მეორე რეზოლუცია კი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი ჯერ წარმომადგენელთა პალატის უბრალო უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს. შემდეგ პრეზიდენტის წინააღნმდეგ წამოყენებულ ბრალდებას სენატი განიხილავს. ამ სხდომების თავმჯდომარე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. მისი მოვალეობაა პროცედურის დაცვა. ბრალდების მხარეს წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფი, ხოლო პრეზიდენტს მისი პირადი ადვოკატები იცავენ, სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლში არიან.
თუ სენატორების ორი მესამედი ჩათვლის, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა, მაშინ იმპიჩმენტი შედგება, ის ტოვებს თანამდებობას და მის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი იკავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სენატში 50-50 პარლამენტარი ჰყავთ.
წარმომადგენელთა პალატის დღევანდელი სხდომა უშედეგოდ დასრულდა - დოკუმენტების კენჭისყრაზე დაყენების დროს ერთმა რესპუბლიკელმა თავისი მოსაზრებები დააყენა, რის შემდეგაც სხდომა 12 იანვრისთვის გადაიდო, რომელზეც ორივე რეზოლუციას უყრიან კენჭს.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი შარშანაც დააყენეს, მაგრამ ის სწორედ სენატმა ჩააგდო, პრეზიდენტის გადაყენებას 100-დან 48 სენატორმა დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






