ინდონეზიაში მაშველები, რომლებიც მეწყერში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ, თავადვე გახდნენ სტიქიის მსხვერპლი და მეორე ღვარცოფის მოვარდნის შედეგად მიწაში ჩაიმარხნენ. მეწყერი სიჰანჯუანგის სოფელში გამოწვეული იყო გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში 12 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ათეულობით კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამის შესახებ წერს BBC-ი.
ინდონეზიაში წვიმიანი სეზონები ძალიან გავრცელებულია და ძირითად გამოწვევი მიზეზად ტყეების გაკაფვა ითვლება. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბიჭიც.
ადგილობრივ მედიაში დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად საუბრობენ 27 დაკარგულ ადამიანზე. სტიქიას გადაურჩა 46 მათგანი-მრავალ მათგანს მოტეხილობები და ტრავმები აღენიშნება სხეულზე. რთული მეტეოლოგიური პირობების ფონზე მაშველებს მოუწიათ სამძებრო სამუშაოების შეჩერება.
მასალის გამოყენების პირობები






