მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი გასულ კვირას კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარ თავდასხმას აფასებს და ამისათვის აშშ–ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. შვარცნეგერი ტრამპსა და მის მომხრეებს და მათ მიერ ნამოქმედარს ნაცისტური გერმენიის მიერ ჩადენილ დანაშაულს ადარებს.
შვარცნეგერის განცხადებით, დონალდ ტრამპი ისტორიაში დარჩება, როგორც ამერიკის ყველაზე საშინელი პრეზიდენტი და მან თანამოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, აღნიშნულზე საუბარს 7–წუთიანი ვიდეო მიუძღვნა.
„ბრბომ არა კაპიტოლიუმის შენობა, არამედ ის იდეები ჩამოამსხვრია, რომელზეც ჩვენი ქვეყანაა აშენებული. პატრიოტიზმი ნიშნავს იდგე შენი ქვეყნის გვერდით და არა პრეზიდენტის გვერდით“, – განაცხადა შვარცნეგერმა მიუხედავად იმისა, რომ წარსულში თავადაც რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო.
„პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია. ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე საშნელი პრეზიდენტი. კარგი ის არის, რომ მალე ისეთივე უსარგებლო იქნება, როგორც ძველი ტვიტი“, – დასძენს შვარცნეგერი.
მასალის გამოყენების პირობები






