ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი კვირასაა ჩანიშნული- მათ მიზანს კორონავირუსის წარმოშობის მიზეზთა დადგენაა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეცნიერ- სადამკვირვებლო ჯგუფი მუშაობას 14 იანვარს დაიწყებს. ისინი ჩინეთში იანვარის დასაწყისში უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა მათ ვიზიტი გადაიდო, რადგან ოფიციალურმა პეკინმა მათი ქვეყანაში შეშვების ნებართვა არ გასცა. ჩინური მხარე არ აცხადებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებსაც ექსპერტები ესტუმრებიან ქვეყანაში ყოფნის დროს.
ჯანმოს ჯგუფის ჩამოსვლა დაემთხვა ჩინეთში კოვიდ 19-ის მორიგი გავრცელების პერიოდს. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 103 შემთხვევა დაფიქისრდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის 30 ივლისის შემდეგ, როდესაც ინფიცირების 127 შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






