რუსეთზე ზეწოლის ახალი წერტილი - ბაიდენის პირველი ნაბიჯი: აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოში რუსეთზე მიმართული სპეციალური სტრუქტურა იქმნება
მსოფლიო - 02:04, 11 Jan, 2021     4328

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირებას აპირებს. კერძოდ, მასში გამოიყოფა სპეციალური სტრუქტურა, რომელიც რუსეთისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების საკითხებით იქნება დაკავებული.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ განყოფილებას აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი ანდრეა კენდალ-ტეილორი უხელმძღვანელებს.

ვინ არის ანდრეა კენდალ-ტეილორი:

კენდალ-ტეილორის მოღვაწეობაში რუსეთის საკითხებს უპირველესი ადგილი უკავია. იგი ამ დრომდე "ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში (CNAS) ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი იყო. ამ პროგრამაში ის სწავლობდა სხვადასხვა საფრთხეებს, რომელიც აშშ-სა და ევროპას ემუქრებოდა რუსეთის მხრიდან. რამდენიმე წლის წინ კი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მთავარი ანალიტიკოსი და იკვლევდა ავტოკრატიის ბუნებასა და რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

შესაბამისად ეს რეფორმა და უსაფრთხოების საბჭოში რუსეთისა და ცენმტრალური აზიის რესპუბლიკების საკითხების წინ წამოწევა აშკარად მიუთითებს ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ უშიშროების საბჭოში ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას დროს რუსეთის მიმართულებას ასევე ცალკე სტრუქტურა კურირებდა, რომელიც ტრამპმა გააუქმა და ევროპის მიმართულებას შეუერთა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უშიშროების საკითხებში მრჩევლად ბაიდენი ჯეკ სალივანის დანიშვნას აპირებს და ექსპერტების აზრით, უშიშროების საბჭოს სტრუქტურის რეფორმაც სწორედ სალივანს ეკუთვნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42