“უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა…” – ანანიაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები
სოც.მედია - 12:53, 10 Jan, 2021     1114

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა, საზოგადოების ნაწილმა პრიმა-ბალერინა ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა.

ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც ჟურნალისტი ნანა ახობაძე ცნობილ პრიმა-ბალერინასთან ემოციურ ინტერვიუს იხსენებს.

“ნინო ანანიაშვილს ერთხელ შევხვდი ინტერვიუსთვის. ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. გაიხსენა, 12 წლის ბავშვი როგორ წაიყვანეს და დატოვეს მოსკოვში, როგორ უჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, როგორ ენატრებოდა დედა… უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: “მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო.” ერთი წელი იყო გასული დედამისის გარდაცვალებიდან. იმ წუთებში ძალიან ჰგავდა 12 წლის ნინოს – დედისგან მოწყვეტილ, პატარა, დაბნეულ გოგოს.

არ მიკითხავს, ეს მონატრება დააკომპენსირა თუ არა როდესმე სცენაზე განცდილმა ბედნიერებამ, აპლოდისმენტებმა, იმან, რასაც ზოგადად, წარმატებას ვეძახით.

არც ფსიქოლოგი ვარ, რომ ვიცოდე, მონატრების განუწყვეტელი შეგრძნება უტოლდება თუ არა ღრმა ტრავმას, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, იწვევდეს დეზორიენტაციას არჩევანში, გადაწყვეტილებაში…

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი მაშინ და დღემდე ანანიაშვილის ხსენებაზე იმ გულამომჯდარი კადრით მიდგას თვალწინ..

მისი ნაჩუქარი ეს პუანტები ჩემს კედელზე ჰკიდია. ეს “სურათი” ჩემთვის არც პრიმაბალერინას სახსოვარია და არც ბალეტისადმი გასაკუთრებული სიყვარულის გამოხატულება: იმ 12 წლის სიფრიფანა გოგოს ავტოგრაფია, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა დედა”,- წერს ნანა ახობაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42