პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტი ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ორშაბათიდან დაუბრუნდება.
კანონპროეტის ავტორის განმარტებით, შეღავათი ასობით მსჯავრდებულზე გავრცელდება.
"დაახლოებით 1500 პატიმარს, უშუალოდ ვინც სასჯელს იხდის შეეხება ეს ამნისტია. დაახლოებით 6 000-ია რიცხვი იმ პირებისა, რომლებიც პრობაციის პირობებში იმყოფებიან და შესაბამისად, მათზე გავრცელდება ამნისტია სხვადასხვა ფორმით. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გათვალისწინებული სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია შეეხება დაახლოებით 4 000 ადამიანს. ეს არის მნიშვნელოვანი ამნისტია მნიშვნელოვანი ფარგლებით. მომდევნო კვირაში დარჩენილია მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონს საბოლოოდ უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ.
მასალის გამოყენების პირობები






