"ამ მედიკამენტმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს, აღარავის დასჭირდება ნიღაბი, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება !" - გიორგი ღოღობერიძე
COVID-19 - 14:19, 08 Jan, 2021     1660

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაციას აწვდის.

ღოღობერიძე საუბრობს იმ წამლის შესახებ, რომელმაც შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.

„მოლნუპირავირი რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა კვლევის ბაზარზე და დიდ იმედს ტოვებს, რომ ამ მედიკამენტმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.

ჯერჯერობით ეს მედიკამენტი არაა ხელმისაწვდომი, რადგან ის გადის კვლევებს, როცა დასრულდება კვლევები, ჩვენ შეგვეძლება თქმა, ეს ნამდვილად ის წამალია, რომელსაც შეუძლია კოვიდი დაასრულოს, თუ მოგიწვიეს ძიება სხვა წამლებისა.

ახლა მოგიყვებით რა წამალია ეს ზოგადად:

2020 წლის მარტში დადგინეს, რომ წამალი მოლნუპირავირი, რომელიც არის ანტივირუსული მედიკამენტი და თავიდან განკუთვნილი იყო გრიპის სამკურნალოდ, თურმე აღმოჩნდა ეფექტური კოვიდის წინააღმდეგაც.

კვლევა ჩატარდა 100-მდე ადამიანზე, მედიკამენტი შეისწავლეს დიდ ბრიტანეთში და ასევე ამერიკაში. დაადგინეს, რომ წამალს ჰქონდა ეფექტურობა კოვიდის წინააღმდეგ.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოეყენებინათ ეს წამალი მასიურად.

2020 წლის ოქტომბერში წამალმა უკვე დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები.

ახლა კი, დეკემბერში, წინა თვეში, დადასტურდა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში.

კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ქრცვინები დააინფიცირეს კოვიდით და მერე ისევ უმკურნალეს.

ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა.

არცერთ ცხოველს 24 საათის შემდეგ აღარ შეეძლო ამ ვირუსის გავრცელება სხვაზე, ეს საოცარი შედეგია. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია 24 საათში ვირუსი ისე დაწიოს, რომ პირი გადამდები აღარ იყოს.

რა მოხდება თუ ეს მედიკამენტი გაივლის მეორე და მესამე ფაზებს წარმატებით?

თუ ასე მოხდა ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტები ინფექციას აღარ გადასდებენ ერთმანეთს.

აღარავინ არ დაინფიცირდება, ვირუსი არავის აღარ გადაედება, არავინ დაიღუპება კოვიდით.

კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ აღარ მოგვიწევს იზოლაციები, ხალხის ჩაკეტვა.

ეს იმას ნიშნავს კიდევ, რომ თუ სადმე იქნება კოვიდის აფეთქება, დაალევინებ ამ წამალს ადამიანებს და ეს კერაც ჩაქრება.

ეს ძალიან დიდი იმედების მომცემი მედიკამენტია, ჩვენ ამ ყველაფრის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯერ ეს წამალი გადის კვლევების მეორე და მესამე ფაზებს, ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება რამდენიმე თვეში და მაგის მერე, გავიგებთ ეს წამალი მართლა ეფექტურია, თუ გათამაშდება რემდესივირის ვარიანტი.

ძალიან არ მინდა, რომ ამ წამალმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა და არ აღმოჩნდა ეფექტური.

მაგრამ ამ წამალს მართლა მაგარი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს.

აღარავის აღარ დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, რისკფაქტორების შეფასება, აღარ იქნება ლოკდაუნები და შეზღუდვები, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!

ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთება არ უნდა. მათ ძალიან სერიოზული არგუმენტები აქვთ ვაქცინის წინააღმდეგ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ ენდომება დალევს ამ წამალს და თავისუფალია, აღარ გაავრცელებს ამ დაავადებას და არც მას დაემართება მძიმე ფორმით, ეს მედიკამენტი შეასრულებს არა მხოლოდ სამკურნალო როლს, არამედ საპრევენციო როლსაც-ძალიან სერიოზული პოტენცია აქვს ამ წამალს.

წამალმა უკვე გაიარა პირველი ფაზა, პირველ ფაზაში ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა წამალი და ის აღმოჩნდა უსაფრთხო.

მეორე ფაზაში ის მოწმდება 100-ზე მეტ ადამიანზე, დოზირება რამდენია საჭირო, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები. ამავდროულად გადის მესამე ფაზას, მესამე ფაზაში დადგინდება, ის უფრო ეფექტურია თუ სხვა საშუალებები.

არსებული საშუალებებიდან კი ერთი დექსამეტაზონია, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს, მაგრამ თვითონ ვირუსზე არ მოქმედებს.

იმის თქმა მინდა, რომ თუ მოლნუპირავირი გაივლის კვლევის ფაზებს ჩათვალეთ, რომ კოვიდპანდემია დასრულდება, კოვიდი ჩაბარდება წარსულს,“ – აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეო-მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42