აშშ-ს ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა, ბრალი წაუყენონ კაპიტოლიუმზე თავდასხმის პროვოცირებისთვის. აღნიშული ბრალდების სამხილად კი მოჰყავთ ტრამპის მოწოდება თავისი მხარდამჭერებისათვის კონგრესთან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს DAILYMAIL-ი.
ვაშინგტონის პროკურორმა, მაიკლ შერვინმა განაცხადა, რომ „ ყველა არჩევანი მაგიდაზე დევს და თითოეული მათგანი განიხილება ტრამპის მხარდამჭერი "ბრბოს" დასაპატიმრებლად, რომელთაც შესაძლოა, 10 წლის ციხეში გატარებამ მოუწიოთ".
„ჩვენ აქ ყველა მონაწილეს ვსწავლობთ და ვაკივრდებით- არა მხოლოდ მათ ვინც შენობაში შეიჭრა“. ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე გამოძიების ობიექტი შესაძლოა გახდეს თუ არა დონალდ ტრამპი, შერვინმა უპასუხა: „ ჩვენ ამ პროცესში ჩართულ ყველა მოქმედ პირს ვაკვირდებით, და თუ გამოიკვეთება რომელიმეს როლი და გვექნება დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე“
მასალის გამოყენების პირობები






