ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენება ითხოვს. მან სენატორ ჩარლ შუმერთან ერთად მიმართა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რათ აამოქმედოს აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორება, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის იძულებით გადაყენების, იმპიჩმენტის მექანიზმს.
“პრეზიდენტის საშიში ქმედებები მოითხოვს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ ველოდებით ვიცე-პრეზიდენტისგან პოზიტიურ პასუხს იმასთნ დაკავშირებით შეასრულებენ თუ არა კონსტიტუციისა და ხალხის წინაშე დადებულ ფიცს. მე მივმართე ვიცე-პრეზიდენტ პენსს, იმისათვის რათა მოქმედებაში მოიყვანოს 25-ე შესწორება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს და კაბინეთის უმრავლესობას მისცემს პრეზიდენტის გათავისუფლების შესაძლებლობას. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია პასუხი ვიცე-პრეზიდენტისგან“- წერს პელოსი TWITTER-ის სოციალურ ქსელში.
პელოსის განცხადებით, თუ ვიცე-პრეზიდენტი არ იმოქმედებს, კონგრესი აამოქმედებს იმპიჩმენტის პროცედურას დონალ ტრამპის გადასაყენებლად.
მასალის გამოყენების პირობები






