რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს და არჩევნების ჩატარება, შესაძლოა, ხელახლა გახდეს საჭირო.
"შემიჩერდა რეგისტრაცია ჩემთვის სუსტი არგუმენტების საფუძველზე. ჩვენ ამ საკითხს იურისტებთან ერთად ხვალიდან შევუდგებით. ყველაფერი ჩატარდა სამართლიანობისა და კანონის ფარგლებში ამიტომ, ვინც ამ ამბის უკან დგას ყველაფერს აკეთებს, რომ რაგბის განვითარებას ხელი შეუშალოს. ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე",- ამბობს ირაკლი აბუსერიძე.
აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა ის ამბობს რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და ხელახლა უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები.
"ჩაატარეს უკანონო ყრილობა და მე შევიტანე განცხადება. რეესტრმა გაიზიარა ის შენიშვნები თუმცა მე რომც არ შემეტანა განცხადა ისინი მაინც ნახავდნენ ამ ხარვეზს ნახავდნენ. ერთადერთი რამაც ეს შეიძლება გამოასწოროს არის მორიგი საარჩევნო ყრილობა. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან და უნდა ჩატარდეს სწორედ", — ამბობს ხურციძე.
მასალის გამოყენების პირობები