აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას ეხმაურება.
იგი ამბობს, რომ ქვეყნის დემოკრატია უპრეცენდენტო თავდასხმის ქვეშაა.
"ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. ასეთი არაფერი გვინახავს თანამედროვეობაში. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, თვით კაპიტოლიუმზე, თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის პოლიციელებზე და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის ოთახზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ რამდენიმეჯერ გვინახავს. ესაა თავდასხმა აშშ-ს ყველაზე წმინდა საქმიანობაზე, ხალხის საქმის კეთებაზე.
კაპიტოლიუმში ქაოსის სცენა არ წარმოადგენს ნამდვილ ამერიკას, იმას, რაც რეალურად ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომელთა მიზანიც კანონის დარღვევაა. ეს არაა პროტესტი, ეს არეულობაა, ქაოსია. ეს უნდა დასრულდეს, ახლავე.
მოვუწოდებ ამ ბრბოს უკან დაიხიონ და დემოკრატიას საშუალება მისცენ წინ წავიდეს. ადრეც მითქვამს, სხვა კონტექსტში, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ან ცუდია ეს პრეზიდენტი. საუკეთესო შემთხვევაში პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლია შთაგონება. უარეს შემთხვევაში - დაპირისპირების გაღვივება.
ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდებ გამოვიდეს ტელევიზიით ახლავე და შეასრულოს ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია. მოითხოვოს ამ ალყის დასრულება". - თქვა ბაიდენმა.
მასალის გამოყენების პირობები






