ჯანაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, საქართველო ვერ გაუმკლავდება მესამე ტალღას, რადგან მთავრობა მოუმზადებელია.
ენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ქვეყანა პირველი ტალღისთვისაც კი არ იყო მზად და რიგითი ექმების კისერზე გადაიარა ყველაფერმა. მისივე თქმით, პანდეემიის პერიოდში ზოგმა მილიონობით ფული იშოვა სიცოცხლის ხარჯზე.
"ქვეყანა პირველი ტალღისთვისაც კი არ იყო მზად და რიგითი ექიმების კისერზე გადაიარა ყველაფერმა. დანარჩენებმა კორუფციული გარიგებებით ფული აკეთეს. კოვიდმა ქართველები გააღატაკა, მაშინ, როცა ზოგმა მილიონობით ფული იშოვა სიცოცხლის ხარჯზე", - აცხადებს გიორგი ჩალაძე.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ურუშაძის თქმით, დამოკიდებულება " ყველაფერი მოსახლეობის ბრალია და როგორც მოიქცევით ისე იქნება, ძალიან ცუდია".
"სამინისტრომაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კომუნიკაციას. იმის თქმა, რომ ყველაფერი მოსახლეობის ბრალია და როგორც მოიქცევით ისე იქნება, ძალიან ცუდია", - განაცხადა ალექსანდრე ურუშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






