გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას უყურადღებობაში, უდიერ დამოკიდებულებასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.
პატიმრის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ექიმების დასკვნას და ახადებენ , რომ გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები არ ქონდა.
გარდაცვლილის და აცხადებს, რომ დაინფიცირების შემდეგ 64 წლის კაცს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს.
მისივე თქმით, მძიმე პაციენტს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ამნისტია შეახეს, პასუხისმგებლობა მოიხსნეს და ამის შემდეგ სუნთქვის აპარატიდანაც გამოართეს.
"ჩემს ძმას არ ჰქონდა არანაირი თანმხლები დაავადებები. იყო უჯანმრთელესი ადამიანი, რომელსაც შეეყარა ვირუსი. გაურთულდა უყურადღებობით, შემდეგ რომ შეხედეს, რომ აღარ იყო ცოცხალი გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში.
მიიყვანეს იმ დროს, როცა უკვე აპარატზე შეერთებული სასიცოცხლო კი არა, ცოცხალი იყო თუ არა ისიც ეჭვის ქვეშაა დაყენებული. განთავისუფლების ფურცელი შევიდა საავადმყოფოში და შემდეგ ჩახსნეს აპარატიდან. სახლში გაატანეს მიცვალებული, როგორც თავისუფალი ადამიანი", - ამბობს გარდაცვლილის და.
ცნობისთვის, პენიტენციური სამსახური უარყოფს ქსნის ციხეის პატიმრის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






