გიორგი ფხაკაძის დამაიმედებელი პროგნოზი: კარგი ზაფხული გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება
COVID-19 - 00:09, 06 Jan, 2021     4153

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მ საზოგადოებას მიმართავს და კორონავირუსთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.

მისი თქმით, მუტაცია ნებისმიერ ვირუსს ახასიათებს და ეს მოსალოდნელიც იყო.

„ეს მუტაციები, რომელიც ხდება პრინციპში კარგია, რადგან ვირუსი კარგავს ძალას და ფაქტობრივად, არც ისე დამაზიანებელი ხდება. ანუ ისეთი აგრესიული არ არის, რაც ძალიან კარგი ამბავია… ყოველი დღე იხვეწება, ვაქცინის და წამლების კუთხით. მე ხშირად ვლაპარაკობდი რეინფიცირებაზე, მაგრამ კარგი ამბავია ისიც, რომ მეორეჯერ ადამიანს უფრო მსუბუქად გადააქვს,“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

მისივე თქმით, ახალი შტამი საყურადღებოა, თუმცა საშიში არაა. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არა ძლიერი.

„ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ.

ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა.

რა უნდა გავაკეთოთ?

კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალგაზრდებში 90%-ში საერთოდ არაფერი არ აწუხებთ, მაგრამ არიან კოვიდიანები. ასეთი რაღაცებიც ხდება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, 2 თვე ვიყოთ გადამდები და სამიც. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ ესეც ხდება. ამიტომ არის საჭირო პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.

გთხოვთ, იყავით პოზიტიურები, იფიქრეთ კარგ ამბებზე, რადგან ნეგატივი ადამიანს ღუპავს“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42