სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ნაწილი შევიდა ორმუზის სრუტის სიახლოვეს, რათა მოახდინოს ზეწოლა ირანის მთავრობაზე, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს სამხრეთ კორეის კუთვნილი ტანკერი.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ კონტროლი დაამყარეს და ხელში ჩაიგდეს სამხრეთ კორეული ხომალდი, Hankuk Chemi ეკიპაჟის 20 წევრთან ერთად. ირანულმა მხარემ აღნიშნული ღონისძიების მიზეზად დაასახელა „სპარსეთის ყურის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Guardian-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, Choi Young-ის საესკადრო ნაღმოსანი, რომლის ბორტზეც ანტი-მეკობრეთა დანაყოფი იმყოფება, სამშაბათს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ომანის ყურის ტერიტორიას მიუახლოვდა.
სამხრეთ კორეის მთავრობის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სამხედრო ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელი გეგმები, რათა გაათავისუფლონ ტყვეობაში მყოფი 5 სამხრეთ კორეელი, 11 მიანმარელი, 2 ინდონეზიელი და 2 ვიეტნამელი.
„საესკადრო ნაღმოსანი ჩართულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მისიაში“- განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ბო სიონგ ჩანმა.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს სამხრეთ კორეული ტანკერის ბორტზე გადასხდა ირანული დესანტი და გემზე კონტროლი დაამყარა, რომელიც ამ დროისთვის Bandar Abbas პორტში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






