კითხვაზე: შობის დღესასწაულის აღნიშვნა, მათ შორის ეკლეისაში ღვთისმსახურების ჩატარებაა არის თუ არა რისკის შემცველი? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეკლესია იქნება, მიტინგი თუ სუპერმარკეტი , მისი თქმით, წესები ყველგან უნდა დავიცვათ.
იმნაძემ ქართულ ეკლეისას რჩევების გათვალისიწნებისთვის მადლობა გადაუხადა.
"აღდგომა არაფერ შუაში არაა, აპრილი იყო ის თვე, როცა საქართველოში მატებისკენ მიდიოდა და კიდევ ერთი თავშეყრა იქნებოდა დამატებითი რისკი ადამიანებისათვის, ამიტომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქართულ ეკლეისას, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და ყველა წესის დაცვით მაქსიმალურად ჩაატარა ეს დღესასწაულები. ამიტომ დღესაც ასეა, თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი, ნაკლებია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში, ეს იქნება მიტინგზე", - თქვა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში, როცა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღა იყო, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მთავრობამ ეკლესიას მაინც მისცა შესაძლებლობა სააღდგომო ღვთისმსახურება ტაძარში ჩაეტარებიანთ.
მასალის გამოყენების პირობები






