არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, თუმცა ფაქტით გამოძიება არ დაწყებულა.
სასტიკი მკვლელობა ბათუმში გუშინ მოხდა. მოკლულია 44 წლის გიორგი ბოლქვაძე. მკვლელობის მოტივად კი ერთი კვირის წინ მომხდარი დაპირისპირება სახელდება.
მკვლელობისთვის ბრალდებულია ჯამბულ მამულაძე. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამულაძე თავს იცავდა, რადგან ბოლქვაძის დაჯგუფება მათ ოჯახში შეიჭრა და ინვენტარი დააზიანა.
მამულაძეების მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭმა გიორგი ბოლქვაძეს თავდაცვის მიზნით დაარტყა.
"თავდაცვის მიზნით დაარტყა, შვილებს ვიცავდით, დედამთილსაც დაარტყეს"- აცხადებს დაკავებულის რძალი.
ბრალდებულის დედის მტკიცებით, მის შვილს დაზიანებები აღენიშნება, რომელიც გიორგი ბოლქვაძემ მიაყენა.
"ოჯახში მისულებს 15 ბიჭი დაახვედრა, თავი გადაუჩეხეს ჩემ შვილს. გარდაცვლილმა სკამი ჩაარტყა. დაცულად არ ვგრძნობთ თავს, პოლიცია კი არაფერს აკეთებს"- აცხადებს დაკავებული ჯემალ მამულაძის დედა.
მასალის გამოყენების პირობები