სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია და ლოკალიზებული. დარჩენილია 10 კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს აღნიშნული იფორმაცია "ნიუპოსტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა", — აცახდებენ საგანგებოში.
ცნობისთვის, სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკსა და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო გურიაში — სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან.
მასალის გამოყენების პირობები