"მადლობელი ვარ იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში გიორგი ოვაშვილთან ერთად მოვხვდი... " - როგორ ცხოვრობს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" და ვინ არის მისი რჩეული
სოც.მედია - 21:17, 04 Jan, 2021     3606
"მადლობელი ვარ იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში გიორგი ოვაშვილთან ერთად მოვხვდი... " - ამბობს "გაღმა ნაპირის", მთავარი გმირი, თედო ბექაური. რომ არა მისი გამოხედვა თედოს მსოფლიო ვერ გაიცნობდა და მისი ცხოვრებაც არაფრით იქნებოდა გამორჩეული. დღეს თედო 24 წლისაა, დაოჯახებულია და მალე მამაც გახდება. მისი თქმით ახლა მშობლიურ სოფელშია, შეზღუდვები რომ გამკაცრდა, აქ ჩამოვიდა. "რამდენიმე დღეა, თოვლი მოვიდა, გადაათეთრა ყველაფერი და განწყობაც თითქოს გაასპეტაკა. თითქოს პანდემიაც დამავიწყა"...თედო "კვირის პალიტრას" ფილმზე, მის გამოძახილსა და თავის პანდემიურ დღევანდელობაზე ესაუბრება.
"ნიუპოსტი" ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: - როგორ გახდი "გაღმა ნაპირის" პერსონაჟი?
- შემთხვევით. დედაჩემმა მიმიყვანა თვალის ექიმთან და იქ რიგში აღმოჩნდა­ ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც - შვილები ჰყავდა მოყვანილი. მათ რაღაც­ სათამაშო ვერ გაიყვეს და ძიძგილაობაში ერთმა გვარიანად ჩააფარა მეორეს.­ ამის დანახვაზე გულიანად გადავიხარხარე, რითიც, როგორც აღმოჩნდა, მათი რეჟისორი მამის ყურადღება მივიქციე. გამომელაპარაკა, ზოგადი კითხვები დამისვა და მეც მორცხვად ვუპასუხე. ბატონი გიორგის მეუღლეს უთქვამს დედაჩემისთვის, რომ ფილმის გმირს ეძებდნენ და ჩემით დაინტერესდნენ. მერე თბილისშიც დამიბარეს. დათქმულ დროს სტუდიაში დაახლო­ებით 30 ბავშვი დამხვდა, ბედის საცდელად მოსული. როგორც ვიცი, ბატონ გიორგის ბრძოლა მოუხდა, რომ მე დავემტკიცებინე როლზე. არ გაგიმართლებს­ ეგ ბავშვი, ტყუილად არ აიყვანოო, უთქვამთ, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ალბათ, სხვანაირს ეძებდნენ, უფრო გახსნილს და ლაღს, მე კი მშვიდი, მორცხვი სოფლელი ბავშვი ვიყავი...
გადაღების პირველი რამდენიმე დღე განსაკუთრებით რთული იყო. ყველაფერი მაინტერესებდა,­ სულ კამერაში ვიყურებოდი, რადგან არასდროს მენახა, არადა, მაფრთხილებდნენ,­ ყველაფერი ისე გააკეთე,­ რომ კამერისკენ არ გამოიხედოო, მე კი მაინც თვალი გამირბოდა. გადაღება რომ დაიწყეს, 9 წლის ვიყავი, ახლა 24-ის ვარ.- გგავთ ფილმის პერსონაჟი თედო?
- არა. ფილმის გმირი დამოუკიდებელი ბავშვია, რისკიანი, მე არ ვიყავი ასეთი­, ნაბოლარა და ნაფერები გახლდით, ორი უფროსი ძმის მზრუნველობით გაზრდილი, თუმცა თავნებას თამაში არ გამიჭირდა, მერე კი ისე მოვირგე მისი ტყავი, მეგონა, საკუთარ თავს ვასახიერებდი...
მთელი გადამღები ჯგუფი მანებივ­რებდა, განსაკუთრებით - ჯანო იზორია­. სულ თან დავყვებოდი, სასტუმროშიც მის ოთახში მეძინა. სადაც დაჯდებოდა, კისერზე ვეკიდებოდი. სწორედ ამიტომ­ მისი პერსონაჟის სიკვდილი უდიდესი ელდა და ტკივილი აღმოჩნდა ჩემთვის, თავზარი დამეცა... არ გავუფრთხილებივარ არავის - გაისმა სროლის ხმა და ჯანოს უცებ სისხლით დაესვარა ტანისამოსი! მე გაგიჟებული გადმოვხტი ურმიდან... სწორედ ამიტომ გამოვიდა ეს სცენა ასეთი დამაჯერებელი. იმ დღეს ჯანო მართლა მომიკვდა და მართლა სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემი სახე რომ გადაიღეს და ჯანო წამოდგა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღე ხელს აღარ ვუშვებდი.
- მოპარულ მანქანაშიც ძალიან დამაჯერებლად ჩხუბობთ...
- ასეთი მომენტების გადაღებისას ბატონი გიორგი ივიწყებდა, რომ რეჟისორი იყო და ფსიქოლოგი ხდებოდა. მითხრა, წარმოიდგინე, გოგოს ავიწროებენ, აწუხებენ,­ ატირებენ, შენ კი ვაჟკაცი ბიჭი ხარ და რას იზამო? მეც გავითავისე ეს სიტუაცია და, უხ, თქვენი-მეთქი, წამოვიძახე გაბრაზებულმა. ეს მართლაც ჩემი რეაქცია იყო და არა - სცენარის ტექსტი. საჭესთან რომ ზის, იმ გმირს ერთი ისეთი შემოვცხე, ტუჩები დავუხეთქე.
- განსაკუთრებით დასამახსოვრებელია თქვენი ცეკვა, ცეკვა შიშით და ტირილით...
- ყველაზე რთული ეს სცენა იყო... დათუნიკა სხირტლაძეც მონაწილეობდა ამ სცენაში. სულ მეფერებოდა, მანებივრებდა, სითბოს ასხივებდა. მანამდე ცეკვაზე არასდროს მივლია და არც შინაურ წრეში მიცეკვია, მაგრამ არ ვიცი, იმ მომენტში რა მომივიდა - გიორგი ოვაშვილმა მაგიდაზე რაღაც რიტმი დაუკრა ხელით და მე ისე ავცეკვდი, ყველას სიცილი აუვარდა. შემაქეს. დათუნიკამ მითხრა, ძალიან მაგრად ცეკვავ და იცოდე, აღარსად იცეკვო, სანამ ამ სცენას არ გადავიღებთო.
ფილმი რომ გამოვიდა, უსასრულო ფესტივალები მოჰყვა და ახალი ცხოვრება დაიწყო. სრულიად სხვა სამყაროში შევაბიჯე. პირველად გერმანიაში ჩავედით. ემოციებითა­ და მგზავრობით დაღლილმა, ბერლინში სასტუმროს კარი ჩავ­კეტე და დავიძინე. თურმე აბრახუნებენ, ჩამოიღეს კარი, ბატ­ონმა გიორგიმ ყველა­ ფეხზე დააყენა, რა აღარ იფიქრეს და ბოლოს მეხანძრეები გამოიძახეს, მათ მოლოდინში მეც გამოვედი ოთახიდან, რა ხდება-მეთქი. ფერი აღარ ედო ბატონ გიორგის.
ყველა ფესტივალზე ტაშით მხვდებოდნენ. ბელგრადის ფესტივალზე იქაურ პროდიუსერს გავყევი ფილმის ჩვენებაზე. ფილმის დამთავრების ემდეგ გამოაცხადეს, ამ ფილმის მთავარი გმირი ახლა დარბაზში ზისო და შემხვდნენ ტაშის გრიალით. ერთი მოხუცი მამაკაცი მოვიდა და ფული ჩამიკუჭა ჯიბეში - შევებრალე... მერე იმ ფულით აეროპორტში ერთი შეკვრა "სნიკერსი" ვიყიდე. არ დამავიწყდება, გერმანიაში ემიგრანტები როგორ ტიროდნენ ამ ფილმის ნახვისას და თან როგორი ამაყები იყვნენ ქართული ფილმის წარმატებით.- თვითონ რა რეაქცია გქონდათ, ფილმი პირველად რომ ნახეთ?
- მე არ მომწონდა ჩემი თამაში. ვფიქრობდი, რომ უფრო კარგად შეიძლებოდა მეთამაშა. სკოლაში ბევრი გულშემატკივარი მყავდა, ცოტა - მოშურნეც... პრემიერის შემდეგ ჩემს რაიონში ძალიან ცნობილი ბავშვი გავხდი. ერთ დღეს ბატონ გიორგის საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა მამუკა კუდავამ შეატყობინა, რომ მას­ დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც "გაღმა ნაპირის" ყურების შემდეგ გამოთქვა სურვილი, ჩემი თვალის ოპერაციის თანხა გადაეხადა. ჩემი პრობლემა არ იყო თანდაყოლილი, მერე დამაკლდა მხედველობა, გაზარმაცდა თვალი, შევიდა შიგნით და სიელმე გამოიწვია. სიმართლე რომ ვთქვა, სწორედ ამ თვალის გამო მოვხვდი კინოში. ამ ღვთისნიერი ფრანგი ქალბატონის დასაც იგივე პრობლემა ჰქონია და მას ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, ამის შემდეგ კი ჩემზეც იზრუნა. რვა დღე დავყავი საფრანგეთში. სხვათა შორის, ძალიან ძვირი დაჯდა ოპერაცია. იქ მამუკა კუდავასთან ვცხოვრობდი და მისი მადლიერი ვარ.
- მომავალში რა პროფესიას დაეუფლეთ?
- თეატრალური კოლეჯი დავამთავრე, ვითამაშე გიორგი ოვაშვილის კიდევ ერთ ფილმში - "სიმინდის კუნძული" და კიდევ რამდენიმე ფილმში... ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობ...
- კარგით არაფრით დაგამახსოვრდებათ ეს წელი?
- უპირველესად იმით, რომ დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე. ჩემი რჩეული ანი ხუციშვილია, წარმოშობით რაჭველი, ოღონდ ამჟამად მისი ოჯახი თელავში ცხოვრობს. ანი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა წელს. ახლა პატარას ველოდებით. ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ვერც ჯვარი დავიწერეთ - ქვეყნის ეპიდემიოლოგებს დავუჯერეთ და თავშეყრა და ხალხმრავალი სუფრა გადავდეთ.
მადლობელი ვარ გიორგი ოვაშვილისა­ და იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში მასთან ერთად მოვხვდი...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42