სამეგრელოს რეგიონში ხანძრის 40 კერიდან ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება - არსებული ინფორმაციით, 11 კერა ლიკვიდირებულია, 8 მათგანზე კი სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ძლიერი ქარი აფერხებს.
ხანძრს მოჰყვა დიდი ზარალი - დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი, რამდენიმე ადგილას დაიწვა სახნავ-სათესი სავარგულები, მათ შორის, თხილის პლანტაციები.
სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც, თუმცა არავინ დაშავებულა.
სამხარეო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის.
ცნობისთვის, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია არა მხოლოდ სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე, ეკიპაჟები აჭარიდან, გურიიდან და იმერეთიდან.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა და სასოფლო სამუშაოები სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები