ბინა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჩვენი საცხოვრებელი გარემო ის ადგილია, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და აუცილებელია, რომ თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდეთ. იმისათვის, რომ ბინაში ცხოვრების იდილია მოულოდნელმა უსიამოვნებებმა არ დაგვირღვიოს და ჩვენი ბინა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა არ დააზიანოს, სასურველია ფართი დაზღვეული გვქონდეს. უძრავი ქონების ნებისმიერი მიზეზით დაზიანება მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს იწვევს, ამისგან თავის არიდება კი მხოლოდ რისკების წინასწარი შეფასებით და მათგან დაზღვევითაა შესაძლებელი. თიბისი დაზღვევაში ბინის დასაზღვევად სრულყოფილი ნაკრებია წარმოდგენილი, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაგიცავთ.
თიბისი დაზღვევის ნაკრები ყველა იმ რისკს ფარავს, რაც ბინის დიდ თუ უმნიშვნელო დაზიანებას იწვევს. მასში გათვალისწინებულია შემდეგი სახის რისკები:
· მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
· კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
· ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
· ხანძარი და აფეთქება;
· სტიქიური მოვლენები;
· ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.
· თუ ბინას აქირავებთ, ასევე აგინაზღაურდებათ დამქირავებლის მიერ მიყენებული ზიანიც.
რაც მთავარია, ამ ყველაფრისგან დაზღვევა ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი. ნაკრების ღირებულება თვეში 12 ლარიდან იწყება. ფასი მცირედით იცვლება თუ დასაზღვევ ფართს აქირავებთ.
ამ ნაკრების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ აზღვევთ არა მხოლოდ კედლებს და რემონტს, არამედ მასში განთავსებულ ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მიზეზით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის თუ დაზიანებული ავეჯის აღდგენას თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს გაზრდილ ლიმიტებს და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. სადაზღვევო პირობების მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც რემონტის, ასევე ავეჯისა და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა. მაგალითად, რემონტის დაზიანების შემთხვევაში, კვადრატულ მეტრზე 300 ლარამდე თანხას მიიღებთ, ხოლო ავეჯისა და ტექნიკის დაზიანებისას, 20 000 ლარამდე ზარალი ანაზღაურდება. ზიანის შეფასების და დათვლის შემდეგ, მიღებული თანხის 5% იქნება ფრანშიზა, ანუ ის მინიმალური თანხა, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება და თქვენ უნდა დაფაროთ.
აქვე გასათვალისწინებელია შემთხვევებიც, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ასეთი გამონაკლისები კი მცირეა:
· თუ ქონება განზრახ დაზიანდა ოჯახის წევრის მიერ;
· თუ ქონება დაზიანდა სამოქალაქო მღელვარების შედეგად;
· დაზღვევის პირობებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება კომპიუტერის მყარ დისკზე განთავსებული ინფორმაციის აღდგენის ხარჯები.
დეტალურ ინფორმაციას ბინის დაზღვევის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე, სადაც ასევე მარტივად შეძლებთ ნაკრების ონლაინ შეძენას. თუ გაინტერესებთ რა ეღირება თქვენი ბინის დაზღვევა, გამოიყენეთ საიტზე განთავსებული ფასების კალკულატორი, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ, ყოველთვიური გადასახადის რაოდენობას დაითვლით. ზოგადად კი, ფასს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი განსაზღვრავს - დასაზღვევი ფართის კვადრატულობა და აქირავებთ თუ არა მას.
ბინის დაზღვევის შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ, თუმცა ამავე დროს აუცილებელია რომ იყოთ ბინის მესაკუთრე, არანაკლებ 18 წლის ასაკის და დასაზღვევ ბინაში მუდმივად ცხოვროდბდნენ. თუ თქვენ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს და შეიძინოთ ბინის დაზღვევა, რაც დაგეხმარებათ იცხოვროთ მშვიდად, მყუდროდ და ჰარმონიულად, მოულოდნელი ფინანსური ხარჯები კი თავიდან აირიდოთ.
მასალის გამოყენების პირობები