ადგილობრივების თქმით, მოკლულმა 44 წლის გია ბოლქვაძემ გასულ კვირას კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს შეარიგა, გუშინ კი სახლში თავს დაეხსნენ, მოგვიანებით დაპირისპირება ე.წ. "ოცნების ქალაქში" მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა.
"აქ მოვარდნენ, ჩალეწეს ფანჯრები... რომ წავიდა, გავყევი, მაგრამ არ გამიყოლა, შენ სახლში იყავი და მოვალო. უბნის ბიჭები იყვნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი ბიჭი ნასვამი იყო... ერთმანეთს იცნობდნენ, ყოველთვის მოდიოდნენ აქ", - ამბობს გარდაცვლილის ცოლი.
ოჯახი მკვლელობაში ბრალდებული ძმაბის დასჯას ითხოვენ:
მათი თქმით, ძმაბი მამულაძეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მოკლულის ოჯახის თქმით, კომფლიქტში სამივე ძმა მონაწილეობდა.
რაც შეეხება დაჭრილ 27 წლის კაცს, ისმუცლის არეშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის გარდაცვლილს ჩხუბისას თან ახლდდა.
"მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით შემოიყვანეს პაციენტი, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია", - ამბობს ექიმი, მერაბ გოგოლაძე.
სასტიკი მკვლელობა გუშინ მოხდა. დაკავებულია 24 წლის მ ამაკაცი. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები