ექიმი ნანა სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გადასხმის გაკეთება საჭიროება რა შემთხვევაში დგება.
"რა შემთხვევაში ხდება გადასხმის გაკეთება საჭირო კოვიდ 19 ის ინფიცირების შემთხვევაში?
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვება) ორგანიზმს ემართება მაშინ, როდესაც თქვენ იყენებთ ან კარგავთ მეტ სითხეს ვიდრე მიიღეთ და თქვენს სხეულს არ აქვს საკმარისი წყალი ნორმალური ფუნქციების შესასრულებლად.
- თუ არ აინაზღაურებთ დაკარგულ სითხეს, განვითარდება გაუწყლოვნება ანუ დეჰიდრატაცია.
- ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისა და ხანდაზმული ასაკის მქონე პირებში.
დეჰიდრატაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მცირეწლოვან ბავშვებში არის ძლიერი დიარეა – ანუ (ფაღარათი) რაც ნისნავს დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფას და ღებინებას.
ხანდაზმულ ადამიანებს ბუნებრივად აქვთ წყლის ნაკლები მოცულობა ორგანიზმში და ისინი უმეტესად ვერ იღებენ ბევრ სითხეს და ამიტომ ხშირად აღენიშნებათ გაუწყლოვნება ეს კი ნისნავს იმას,რომ პატარა და უმნისვნელო დაავადებამაც კი, როგორიცაა ფილტვებზე ან შარდის ბუშტზე მოქმედი ინფექციები, შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება ხანდაზმულ ასაკში და მრავალი გართულება .
დეჰიდრატაცია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, თუ არ სვამთ საკმარის წყალს !
- ცხელი ამინდის დროს – განსაკუთრებით, თუ ენერგიულად ვარჯიშობთ აუცილებელია 1,5-2,5 ლიტრამდე სითხე მივიღოთ.
- მსუბუქი გაუწყლოება არ არის საშიში და სითხის მიღებით აღდგება ხოლო ბევრი სითხის დეფიციტის შემთხვევაში დაუყოვნებელი მკურნალობას მოითხოვს.
სიმპტომები:
წყურვილი ყოველთვის არ არის სხეულის წყლის საჭიროების ადრეული საიმედო მაჩვენებელი.
ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის, არ გრძნობენ წყურვილს,ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის მიღება გაზარდოთ ცხელ ამინდში ან ავად ყოფნის დროს (გაციების გრიპის ვირუსების დროს კოვიდ 19 ის დროს დღეში მივიღოთ 2 ლიტრამდე სითხე . რომ არ მოხდეს გაუწყლოვნება და არ დაგვჭირდეს გადასხმები).
დეჰიდრატაციის ნიშნები და სიმპტომები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის მიხედვით.
ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვებში:
- პირის სიმშრალე
- ცრემლის გაშრობა არ ქონა ტირილის დროს
- საფენები არ სველდება მინიმუმ სამი საათის განმავლობაში
- ჩავარდნილი, ჩაშავებული თვალები, ლოყები
- ჩაწეული დიდი ყიფლიბანდი
- აგზნებადობა
ზრდასრულებში უმეტესად გამოიხატება ასე:
- გაძლიერებული წყურვილი
- შარდის გაიშვიათება ან არ ქონა
- მუქი ფერის შარდი
- დაღლილობა
- თავბრუსხვევა
- დაბნეულობა
როდის ხდება სამედიცინო პერსონალის ჩართულობა საჭირო ?
აღინიშნა დიარეა 24 საათის განმავლობაში ან მეტი ხანი
არის გაღიზიანებული ან დეზორიენტირებულია დროსა და სივრცეში ან პირიქით, არის უფრო მეტად მოშვებული ,მივარდნილი, არ აქტიურობს აქვს სისხლიანი ან შავი განავალი.
რა შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის მიზეზები?
ზოგჯერ დეჰიდრატაცია ხდება მარტივი მიზეზების გამო: თქვენ საკმარისად არ სვამთ წყალს, რადგან ავად ხართ ან დაკავებული ხართ, ან იმის გამო, რომ უსაფრთხო სასმელი წყალი არ გაქვთ, როდესაც მოგზაურობთ, ლაშქრობთ ან სხვა.
დეჰიდრატაციის სხვა მიზეზებში შედის:
- დიარეა,
- ღებინება.
მწვავე დიარეა – ეს არის დიარეა, რომელიც მოულოდნელად ემართება ადამიანს – შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტების უზარმაზარი დაკარგვა მოკლე დროში. თუ დიარეასთან ერთად გაქვთ ღებინება, კიდევ უფრო მეტ სითხესა და მინერალს კარგავთ.
ცხელება– ზოგადად, რაც უფრო მაღალია თქვენი სიცხე, მით უფრო გაუწყლოებულია ორგანიზმი. პრობლემა უფრო მძაფრდება, თუ დიარეისა და ღებინების გარდა სიცხე გაქვთ.
ზედმეტი ოფლიანობა. წყალს კარგავთ ოფლის დროს. თუ თქვენ აქტიურ საქმიანობას ასრულებთ და არ შეცვლით სითხეებს, შეიძლება გაუწყლოება დაგემართოთ.
- ცხელი, ნოტიო ამინდი ზრდის ოფლის რაოდენობას და დაკარგული სითხის რაოდენობას.
- გაზრდილი შარდვა. ეს შეიძლება იყოს უკონტროლო.
- დიაბეტის გამო.
ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა შარდმდენები და წნევის ზოგიერთი მედიკამენტი, შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ზოგადად იმიტომ, რომ ისინი უფრო შარდვის მოთხოვნილებას გიზრდით.
რისკის ფაქტორები:
ყველას შეუძლია გაუწყლოების რისკის ქვეს დადგეს, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს უფრო დიდი რისკი აქვთ:
ჩვილები და ბავშვები.
ყველაზე ხშირი ჯგუფი განიცდის მწვავე დიარეას და ღებინებას, ჩვილები და ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან დეჰიდრატაციისგან.
მათ აქვთ უფრო მაღალი ზედაპირის მოცულობა და ფართობი, ისინი კარგავენ სითხის უფრო მეტ ნაწილს მაღალი სიცხის ან დამწვრობისგან.
მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ვერ გეუბნებიან, რომ მათ სწყურიათ.
უფროსი ასაკის ადამიანები 70 +
ასაკის მატებასთან ერთად, თქვენი სხეულის სითხის რეზერვი მცირდება, წყლის დაზოგვის უნარი მცირდება და წყურვილის გრძნობა ნაკლებად მწვავდება.
ამ პრობლემებს ემატება ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და დემენცია და გარკვეული მედიკამენტების გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის ადამიანებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ მობილობის პრობლემები, რაც ზღუდავს მათ წყლის მოპოვების შესაძლებლობას.
ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები !
უკონტროლო ან არანამკურნალევი დიაბეტის გამო თქვენ დეჰიდრატაციის მაღალი რისკის წინაშე დგახართ.
თირკმლის დაავადება ასევე ზრდის თქვენს რისკს, ისევე როგორც მედიკამენტები, რომლებიც ზრდის შარდვას.
P.S გაციება ან ყელის ტკივილიც კი უფრო მეტად მგრძნობიარეა დეჰიდრატაციის მიმართ, რადგან ავადმყოფობის დროს ვერ იღებთ საკმარის სითხეს .
და ხშირად ხდება საჭირო გადასხმის გაკეთება.
ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ან ვარჯიშობენ გარეთ. როდესაც ცხელა და ნესტიანი ამინდია , დეჰიდრატაციისა და სითბოს დაავადებების რისკი იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ჰაერი ტენიანია, ოფლი ვერ აორთქლდება და გაგაგრილებს ისე სწრაფად, როგორც ჩვეულებრივ, და ამან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მომატება და მეტი სითხის საჭიროება.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაციამ?
დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის:
- შარდისა და თირკმელების პრობლემები.
- გაუწყლოების ხანგრძლივმა ან განმეორებითმა პერიოდებმა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციები,
- თირკმელებში ქვები და თირკმელების უკმარისობაც კი.
კრუნჩხვები. ელექტროლიტები – როგორიცაა კალიუმი და ნატრიუმი – ხელს უწყობენ ელექტრული სიგნალების გადატანას უჯრედიდან უჯრედში. თუ თქვენი ელექტროლიტები წონასწორობაში არ არიან, ჩვეულებრივი ელექტრონული შეტყობინებები შეიძლება აირიოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა და ზოგჯერ გონების დაკარგვა.
დაბალი სისხლის მოცულობის შოკი (ჰიპოვოლემიური შოკი). ეს არის დეჰიდრატაციის ერთ – ერთი ყველაზე სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
ეს ხდება მაშინ, როდესაც დაბალი სისხლის მოცულობა იწვევს არტერიული წნევის ვარდნას და თქვენს სხეულში ჟანგბადის რაოდენობის ვარდნას.
პრევენცია
(როგორ ავირიდოთ დეჰიდრატაცია)
დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დალიეთ ბევრი სითხე , მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
შეიძლება საჭირო გახდეს მეტი სითხის მიღება, თუ აღენიშნებათ :
პირღებინება ან დიარეა.
თუ თქვენი ბავშვს აქვს ღებინება ან ფაღარათი დაავადების პირველივე ნიშნების დროს დაიწყეთ დამატებითი წყლის ან რეჰიდრატაციული ხსნარის ხსნარის მიცემა მაგ: დიდებში (რეჰიდრონი.) პატარებში (ჰუმანას ელექტროლიტი.)
ნუ დაელოდებით დეჰიდრატაციას!
ხანდაზმული ასაკის ადამიანები ძირითადად დეჰიდრატირდებიან მცირე დაავადებების დროს – მაგალითად, გრიპი, ბრონქიტი ან შარდის ბუშტის ინფექციები.
დარწმუნდით, რომ დალიეთ ბევრი სითხე, როდესაც თავს კარგად ვერ გრძნობთ"
მასალის გამოყენების პირობები