ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება სპარსეთის ყურიდან USS NIMITZ-ის კლასის ავიამზიდის გამოყვანასთან დაკავშირებით, რაც ირანიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებით ახსნეს.
ამერიკული ავიამზიდი რეგიონში ნოემბრის ბოლოდან პატრულირებს, 31 დეკემბერს კი თავდაცვის მდივან კრისტოფერ მილერის ბრძანებით, „დამრტყმელი ჯგუფი“ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, რომლითაც ირანთან ურთიერთობაში გადაიდგმეოდა ე.წ დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯი.
„ირანელი ლიდერებისგან დონალდ ტრამპისა და სხვა ამერიკელი მაღალაჩინოსნებისადმი მომდინარე მუქარების გამო გავეცი ბრძანება USS NIMITZ( CVN-68)-ის საავიამზიდო დაჯგუფება ადგილზე დარჩეს. არავინ უნდა შეიტანოს ეჭვი ამერიკის გამბედაობაში“.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ შურისძიების პირობა დადო 1 წლის წინ ამერიკელების მიერ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო. 1-ელ იანვარს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანი მანამ არ მოისვენებს, სანამ გენერალ სულეიმანის მკვლელებს პასუხს არ აგებინებს.
შეგახსენებთ, რომ USS NIMITZ-ის დამრტყმელი ჯგუფი მოიცავს 60 საგემბანო ავიაგამანადგურებელს, ორ საესკადრო ნაღმოსანს და აგრეთვე ორ კრეისერს.
მასალის გამოყენების პირობები






