იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო. დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების გამო, ტოკიოს მერმა იაპონიის ცეტრალურ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.
იურიკო კოიკე შეუერთდა მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ასევე მიმართეს ხელისუფლებას მსგავსი თხოვნით.
იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებმა სთხოვეს რესტორნებსა და ბიზნესებს, დაკეტილიყვნენ ადრე და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
"შემთხვევების ზრდისა და ზოგადი სამედიცინო სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა", - განაცხადა იაპონიის კორონავირუსთან ბრძოლის მინისტრმა.
იასატოში ნიშიმურას განცხადებით მთავრობა შეზღუდავს ბიზნესების სამუშაო საათებს და დაარეგულირებს მოქალაქეთა გადაადგილებას 20:00 საათიდან.
მასალის გამოყენების პირობები






