4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:02, 03 Jan, 2021     3701

ვერძი

სასიკეთო დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, აი შემოთავაზებებთან დაკავშირებით სწორად განსაზღვრეთ რისკები, ნუ იქნებით ჯიუტი, მეტი ტაქტიანობა და დიპლომატია გამოიჩინეთ.

კურო

მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, რაც შეგიძლიათ მშვენივრად გამოიყენოთ, როგორც პირად ასევე სამსახურეობრივ საკითხებში პარტნიორებთან მოლაპარაკებისას.

ტყუპები

ეს დღე სჯობს ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში გაატაროთ. სასიკეთო დღეა ასევე შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მთავარია არ გადაიღალოთ.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან გაუგებრობამ იჩინოს თავი, ნუ გაართულებთ სიტუაციას, ეცადეთ ნაკლებად კრიტიკული იყოთ და თქვენი ენერგია საქმისკენ მიმართეთ.

ლომი

აქტიური დღეა, მეტი დრო დაუთმეთ სამსახურეობრივ საქმეს, თქვენი იდეები და პასუხისმგებლობის გრძნობა ხელმძღვანელობის ყურადღებას დაიმსახურებს. რაც შეეხება პირად თემას, შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა სიურპირზი მოგიწყოთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა საქმიანი აქტივობისთვის. იყავით გზებზე მეტად წინდახედული. ნუ დაკარგავთ დროს უქმად, გაწერეთ სამოქმედო გეგმა. შესაძლოა შეხვდეთ ან თავი შეგახსენოთ ძველმა სიყვარულმა.

სასწორი

თქვენი განწყობა და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი საქმისადმი დიდად ახალისებს სიტუაციას, როგორც საოჯახო ასევე სამსახურეობრივ თემებში. ახალი საქმიანობის დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის. მოუფრთხილდით ბიუჯეტს.

მორიელი

შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელზეც დამოკიდებული იქნება თქვენი საქმიანობა, კარგად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მცირე დეტალებსაც კი.

მშვილდოსანი

იყავით წინდახედული, შესაძლოა დღეს მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, განსაკუთრებით კი პარტნიორულ ურთიერთობებს მიაქციეთ ყურადღება, ნუ აჰყვებით ემოციებს, მეტი ობიექტურობა გმართებთ.

თხის რქა

დაიცავით ზომიერება, იმოქმედეთ თავისუფლად, მაგრამ ნუ გადაამეტებთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს. რაც შეეხება კარიერულ სფეროს, სჯობს თვალი გადაავლოთ თქვენს საქმიანობას და შეიტანეთ მათში სიახლეები.

მერწყული

აქტიური დღეა, ნუ იზარმაცებთ, ნაყოფიერად ჩაივლის შეხვედრები და მოლაპარაკებები. იყავით უშუალო და მეგობრული. სასიკეთო დღეა ასევე უფროსობასთან კომუნიკაციისთვის.

თევზები

სასიკეთო დღეა ნებისმიერი სახის წამოწყებისთვის, გარისკეთ, იყავით აქტიური და კომუნიკაბელური, ნუ შეუშინდებით სიახლეებს. გაწერეთ სამომავლო გეგმები, თუნდაც ყველაზე არარეალური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42