წყვილი თავიანთ ურთიერთობას აქამდე საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შენდეგ რაც აქტიურად დაიწყეს მეგობრებთან ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა. ცოტა ხნის წინ კი, მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ "პრაიმშოუში" ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა.
მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.
"პირად ცხოვრებაზე ღიად, ეს არის ნამდვილი, პირველი და ის ბედნიერი შემთხვევა, როცა ვიპოვეთ ერთმანეთი" – ამბობს გიორგი.
მარიტამ კი აღიარა, რომ გიორგი ყოველთვის მოწონდა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ წარმოედგინა.
" ბათუმში შევხვდით ერთმანეთს გიორგის მეგობრის კონცერტზე, სადღაც 20 წუთით ან ნახევარი საათით, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა" ,- ამბობს მარიტა.
ბოლოს გიორგიმ მაყურებელს გაუმხილა კიდევ ერთი დიდი სიახლე: "მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვერ დავუცდით, როდის გამოიცვლება სამყარო, პირბადეებით ყველას ჯვრისწერაზე გელოდებით!"
მასალის გამოყენების პირობები