კორონავირუსმა მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა - მილიონობით ადამიანი ახალი წელს მკაცრი "ლოკდაუნისა" და "კომენდანტის საათის" პირობებში შეხვდება.
უჩვეულო სიჩუმეა მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, სადაც ყოველთვის ხმაური და თვალისმომჭრელი სანახაობები იმართებოდა.
გაუქმდა ლონდონში, ყოველწლიური ფიერვერკი, რომელიც მდინარე ტემზის გასწვრივ იმართებაოდა. სადღესასწაულოდ, 12:00 საათზე ჩაირთვება ბიგ-ბენი, რომელსაც სარემონტო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა, თუმცა ამ სანახაობას მოსახლეობა ვერ დაესწრება, ვინაიდან ინგლისში მკაცრი „ლოქდაუნი“ მოქმედებს, რომლის მოქმედების არეალი დღეიდან კიდევ უფრო იზრდება.
პო,პეზური ახალი წლის ღონისძიებები არ გაიმართება გერმანიის ქალაქებშიც. პანდემიის გამო ბარები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულია. აკრძალულია ფოიერვერკების გაყიდვა.
ედინბურგის ტრადიციული, ახალი წლის ღამის დღესასწაული, რომელიც როგორც წესი, მსვლელობებით, ფოიერვერკებითა და ქუჩებში სიმღერით აღინიშნება, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
სიდნეიში ტრადიციული 7-წუთიანი ფოიერვერკისთვის თვალის დევნება მოსახლეობას მხოლოდ საკუთარი სახლებიდან, ტელევიზორის საშუალებით შეეძლებათ. მიზეზი მკაცრი შეზღუდვებია.
საახალწლო ფოიერვერკზე უარი თქვა ჰონგ-კონგმა. ქალაქში თებერვალში, ჩინური ახალი წლის ტრადიციული აღლუმიც არ გაიმართება.
2021 წელს მოკრძალებულად ხვდებიან პარიზში. მცობილია მხოლოდ ის რომ კომპოზიტორ-შემსრულებელი ჟან-მიშელ ჟარი უფასო, ვირტუალურ კონცერტს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად მდებარე სტუდიიდან უმასპინძლებს. კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
საფრანგეთის ხელისუფლება 31 დეკემბერს ტრადიციული შეკრებებისა და წვეულების გამართვის აღკვეთის მიზნით ქვეყნის ქუჩებში 100 000-მდე სამართალდამცავის განთავსებას გეგმავს.
„კომენდანტის საათის“ პირობებში ხვდება ახალ წელს მადრიდიც. ქალაქის მოსახლეობას 23:00-დან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში წასვლის ან მოხუცებისა და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული მიზეზით აქვთ.
სანაპიროებზე შესასვლელები ჩაკეტილია რიო-დე-ჟანეიროშიც. კორონაპანდემიამ ტრადიციული ღონისძიების გაუქმება გამოიწვია. მოსახლეობა აქ ტრადიციულად თეთრ ტანსაცმელში საზეიმოდ გამოწყობილები ახალი წლის ღამით სანაპიროებზე გადიოდნან თუმცა ამას წელს ვერ შეძლებენ.
ათწლეულების განმავლობაში პირველად, ტაიმზ-სკვერი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის დაიხურება. მხოლოდ წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ათეულ ჯანდაცვის მუშაკსა და მათი ოჯახის წევრებს მიეცემათ საშუალება ახალ წელს ტაიმზ-სკვერზე იმ სცენასთან ახლოს შეხვდნენ, სადაც რამდენიმე შემსრულებელი სიმღერით წარდგება, მათ შორის იქნება გლორია გეინორი, რომელიც შეასრულებს სიმღერას: „მე გადავრჩები“.
მასალის გამოყენების პირობები






