ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ელას თქმით, ის ხალხი, რომლებიც უარს განაცხადებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე, იქნებიან აღრიცხულები და მათი მონაცემები სხვა ევროკავშირის ქვეყნებსაც მიეწოდებათ. მინისტრის განცხადებით, კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღება არ იქნება სავალდებულო, თუმცა მოხდება აღრიცხვა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, რის შესახებაც ინფორმაცია საჯარო არ იქნება, რადგან არ სურთ დაარღვიონ ესპანეთის პირად მონაცემთა დაცვის კანონი.
ამ დრომდე უცნობია თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული იმ ხალხის სია, რომლებიც უარს აცხადებენ იმუნიზაციის პროცესში ჩართვაზე. ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული პროგრამა არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისათვის- არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინაზე უარის განმცხადებლებს დამსაქმებლები სამსახურებიდან დაითხოვენ.
ესპანეთში Pfizer-ის ვაქცინაციით იმუნიზაციის პროცესი კვირას ოფიციალურად დაიწყო. ესპანეთი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მხრივ- აქ 1 921 115 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით, რომელთაგან 50 000-ზე მეტი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






