ჩინეთის მარეგულირებელმა შიდა მოხმარებისთვის უკვე ოფიციალურად დაამტკიცა ეროვნული წარმოების ანტიკორონავირუსული ვაქცინა, რომელიც ფარმაცეფტული კომპანია “Sinopharm”-ის მიერაა დამზადებული. აღნიშული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვაქცინის მწარმოებელმა კლინიკური კვლევების მე-3 ფაზის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ Sinopharm-ის კოვიდ 19-ის ვაქცინა 79 %-ით ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსტრემალური გამოყენების პროგრამა აამოქმედა, რომლის ფონზეც 15 დეკემბრიდან საერთო ჯამში 3 მილიონზე მეტი ანტიკორონავირუსული ვაქცინა გაუკეთეს ყველაზე მნიშვნელოვან, რისკ ჯგუფში მყოფ პირებს- ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე-მინისტრმა, ზენგ იქსინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნოემბრის ბოლოსთვის მაღალი რისკ ჯგუფში მყოფ 1.5 მილიონ ადამიანს გაუკეთეს ვაქცინა.
მასალის გამოყენების პირობები






