ნამდვილი მეორე ტალღა გაზაფხულზე გვექნება - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 16:01, 30 Dec, 2020     4475

ნამდვილი მეორე ტალღა (და ვიღაცისთვის მესამეც) გვექნება გაზაფხულზე - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილ ვაქცინას საქართველოში სრულად მოსახლეობა 2022 წლისთვის მიიღებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„რეალურად, ჩვენთან ეს პირველი ტალღა იყო. რაც ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა გაზაფხულზე იგრძნეს, ჩვენთვის პირველი ტალღა სწორედ ახლა იყო. ამიტომ, უჭირთ გამკლავება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ამ თვალსაზრისით სიურპრიზი არ ყოფილა. რეალისტები უნდა ვიყოთ, მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ვაქცინის 80-90 პროცენტიანი მოცვაც კი, ყველას რომ სურვილი ჰქონდეს, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ 2021 წელს მოსახლეობის 20% ავცრათ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაღაც ეტაპზე ინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს, შემდეგ ისევ მოდუნდება ხალხი. ამიტომ, ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც, კიდევ გვექნება გაზაფხულზე. ამიტომ, ვისურვებდი მეტ ჩართულობას, ექიმების სოლიდარობას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის პირველადი რგოლი უკეთესი იყოს, ხოლო ოჯახის ექიმები ის მედიკოსები იყვნენ, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად ენდობიან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტიტუტი, რაც მათ განათლებაზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე გადის. ამიტომ, ბევრი უნდა ჩადოს ქვეყანამ, რომ ექიმები პირველადი ჯარისკაცები იყვნენ, რომ ნებისმიერ შემოჭრილ მტერს გაუმკლავდნენ. მთავარ პრობლემას ამაში ვხედავ სწორედ. თუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ გაძლიერდა, შესაძლოა, ასეთი პრობლემების წინაშე მომავალ წელს კიდევ დავდგეთ. ვისურვებდი, რომ ქვეყანამ ამაზე იზრუნოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უნდა გაიზარდოს, რომ შესაძლო ახალი ტალღის შემთხვევაში მზად ვიყოთ. ასევე, გაცილებით მეტი ტესტირების შესაძლებლობა უნდა იყოს. ჩვენ იქეთ უნდა შევაწუხოთ სხვები და არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგვცემენ ესა თუ ის ქვეყნები ვაქცინას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42