კრიმინალური ვენდეტა იტალიაში მოკლული ე.წ. ქურდის სახელით - ვაშლიჯვრის სასაფლაოზე მომხდარი დაჭრის დეტალები
კრიმინალი - 10:07, 30 Dec, 2020     3549
შურისძიება და სისხლიანი გარჩევა ვაშლიჯვრის სასაფლაოზე - პოლიცია ე.წ. კანონიერი ქურდის, 2014 წელს მოკლული გიორგი ბურდულის გარემოცვის წევრს ამ დრომდე ეძებს.

როგორც ირკვევა, ე.წ. დიდუბის საძმო სასაფლაოზე კრიმინალური ავტორიტეტის დაბადების დღეზე იყო შეკრებილი, როდესაც ერთ-ერთმა მამაკაცმა იარაღიდან ორ ადამიანს ესროლა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრა წარსულში არსებულ დაპირიპირებას უკავშირდება.

როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, სასაფლაოზე 20-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა, ადილობრივებმა კი 4 გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან, სროლა ორმხრივი არ ყოფილა. მამაკაცმა ორი ადამიანის დაჭრის შემდეგ ტერიტორია სავარაუდოდ ავტომობილით დატოვა და მიიმალა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ჩხუბი სასაფლაოზე შეკრებიდან დაახლოებით ერთ საათში დაიწყო.

ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.

ვაშლიჯვირს პოლიციაში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნან თვითმხილველებს. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სასაფლაოზეც სადაც დაჭრა მოხდა.

რაც შეეხება გიორგი დიდუბსკის, ვის საფლავზეც მოხდა კრიმინალური ფაქტი, ის 6 წლის წინ ნეაპოლში მისივე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

26 წლის გიორგი ბურდული სნაიპერის მიერ, ფანჯრიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. ტყვია მას თავში მოხვდა.

ცნობილია, რომ ბურდული 2013 წლის ივნისში საბერძნეთში ,,მოინათლა".

მასთან ერთად ქურდული სამყაროს ლიდერის ხარისხში აიყვანეს კიდევ ექვსი პირი. ესენი არიან: ,,ისლამ დიდი", ,,პაატა სამტრედიისკი", ,,მამუკა ჩიჩხინა", ,,ირაკლი კემე", ,,ნოდო გლდანსკი", ზურიკო და აბე. მათი ,,ნათლიმამები" იყვნენ ვაჟა ბიგანიშვილი, ,,გია სამტრედიისკი", ,,ჩირო გალსკი" და ,,გოჯა ბაკინსკი".

ეს უკანასკნელი, ,,ნათლობის ცერემონიალიდან" ორ თვეში თურქეთის ქალაქ სტამბულში მხეცურად მოკლეს.

,,პრაიმ კრაიმის" წყაროებით, გიგა ბურდული ბოლო დროს იტალიის ქალაქ ნეაპოლში ,,კანონიერ ქურდებთან" ,,ბაქსიორა," კაკო ლანდიასა და ,,სინკარასთან" ერთად ცხოვრობდა.

მისი მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდება.

ავტორი: დავით ჯაბაშვილი









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42