უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 738 ახალი შემთხვევიდან 743 დედაქალაქზე მოდის.
სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკასა და ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52. 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458- თბილისში, 541 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 176, აჭარაში - 78, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 069 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 745 პირი, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 660“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






